შენაქოში ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩატარდება
16:25 - 02 მაისი 2017რიგით მე-8 თბილისი ფოტო ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასის ვორქშოპი შენაქოში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, მწყემსებისა და ცხენოსნების ეს შთამბეჭდავი სოფელი მასტერკლასისთვის თავისი სულისშემკვრელი პეიზაჟებისა და შალვა ახალაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის გამო შეარჩიეს.