საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას კიდევ 37 სოფელი დაემატა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:58 - 25 ივლისი 2017 hits 16723

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას კიდევ 37 სოფელი დაემატა.

აღნიშნული სოფლებიდან 4 კახეთის რეგიონში მდებარეობს: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ხველიანდრო (ზემო ხოდაშნის ადმინისტრაციული ერთეული), საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი პალდო (უჯარმის ადმინისტრაციული ერთეული), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები - ზემო მაღარო (მაღაროს ადმინისტრაციული ერთეული) და ზემო ბოდბე (ბოდბის ადმინისტრაციული ერთეული).

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში შეტანილ იქნა შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 16 სოფელი: გორის მუნიციპალიტეტის სოფლები - ოლოზი, იკვნევი, ხანდისი და ზემო ქსოვრისი (ატენის ადმინისტრაციული ერთეული), კარბი (მერეთის ადმინისტრაციული ერთეული), თერგვისი (ტირძნისის ადმინისტრაციული ერთეული), ველები (ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული), ქვემო ნიქოზი (ნიქოზის ადმინისტრაციული ერთეული);

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები - გვერძინეთი (ზღუდერის ადმინისტრაციული ერთეული), კლდუ (კეხიჯვარის ადმინისტრაციული ერთეული) და სუქანაანთ უბანი (ზღუდერის ადმინისტრაციული ერთეული);

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები - ბულბულისციხე, რუსაანთუბანი, ბეღლეთი (ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეული) და წაბლოვანა (ცოცხნარას ადმინისტრაციული ერთეული);

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარჯაანი (კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული).

3 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქვემო ქართლში. ესენია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები: განახლება (სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეული), ზემო კარაბულახი და ახალი გოდაგდაგი (კარაბულახის ადმინისტრაციული ერთეული).

იმერეთის რეგიონში ასეთი სტატუსი მიენიჭა საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ  ღოდორას (ჭალოვანის ადმინისტრაციული ერთეული), ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვაშითს (ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეული) და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევს (ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული).

გურიის რეგიონიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელმა ქვაბღამ (ნაბეღლავის ადმინისტრაციული ერთეული).

გარდა ამისა, სტატუსი მიენიჭა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ 9 სოფელს: აჭარისაღმართი, ზედა ჩხუტუნეთი, სინდიეთი, ქედქედი, ქვედა ჩხუტუნეთი, ქოქოლეთი, ჩიქუნეთი, სკურდიდი და ცხემლარა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მთელი რიგი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში