საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არჭილო გავანათეთ - ქართული საქმე

22:27 - 24 სექტემბერი 2025 hits 856

საუკეთესო ამბით გიბრუნდებით - საზღვრისპირა ხევსურეთის ისტორიაში პირველად, არჭილოს შუქი აქვს - „მთის ამბების“ პროექტის „ქართული საქმის“ ინიციატივით, ორგანიზებითა და მხარდაჭერით სოფელში ახალდაბრუნებულ ზვიადაურების ორივე ოჯახს მზის ფოტოელექტრული სადგური დაუმონტაჟდა.

პროექტის პირველ ეპიზოდში ჩვენ მოგიყევით, უმკაცრეს პირობებში როგორ ცდილობენ ისინი საგვარეული კერები, მშრალი წესით ნაგები ხევსურული სახლები აღადგინონ. ამ სოფელს შუქი არასდროს ჰქონია.

„მთის ამბებმა“ 2025 წლის ზაფხულში, არჭილოში, კომპანია „გოლდ სოლარ ჯორჯიას“ სპეციალისტები ჩაიყვანა. გადაწყდა, რომ ამირან და მამუკა ზვიადაურების ოჯახებისთვის, თითოსთვის 4 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურები მოგვეწყო. ეს სიმძლავრე მათ ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების საშუალებას აძლევს.

„მთის ამბებმა“ კამპანიის #გაანათეარჭილო ფარგლებში შემოწირულების სახით 8 ათასი ლარი შეაგროვა, 12 ათასი ლარი კი „მთის ამბების“ ფონდიდან გამოიყო.

მადლობას ვუხდით შემომწირველებს, მათ შორის „მწვანე ალტერნატივას“, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაანათეს არჭილო.

რეკვიზიტები „მთის ამბების“ ფონდში შემოწირულებისთვის:

  • GE17TB7433436020100011 თიბისი GEL
  • GE02TB7433436120100006 თიბისი EUR, USD
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი
  • დანიშნულება: მთის ამბების ფონდი

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში