სოსო ზვიადაური ერთადერთია იმ მხარეში, რომელიც ისტორიულ ციხე-სახლს აცოცხლებს, თავადაც იქ აქვს ბინა და სეზონზე უცხოელ ტურისტებსაც მასპინძლობს. მისი მთის თაფლი კიდევ ერთი მიზიდულობა იქნება სტუმრისთვის, დამატებითი ეკონომიკური სარგებელი და მნიშვნელოვანი მიზეზი, იქაურობა არ მიატოვოს.
ახალ სკებთან ერთად ფიჭის ასათლელი ავზი, თაფლის საწური ციბრუტი და უჟანგავი ჭურჭელიც ჩავუტანეთ, სადაც საბოლოოდ მოსავალს დააბინავებს, ანუ ყველა აუცილებელი ინვენტარი, რაც გამართულ და თანამედროვე მეურნეობას შეიძლება დასჭირდეს.
ზვიადაურებმა უკვე იციან, როგორ გაანაწილებენ პირველ მოსავალს - მაისის თაფლს პირიქითა ხევსურეთის მკვიდრებს საჩუქრად დაურიგებენ, გამრავლებულ ოჯახებსაც სამომავლოდ მთის სამეზობლოს გაუყოფენ.
ამავე პროექტის ფარგლებში, „მთის ამბებმა“ სოფელ არდოტში მუდმივად მცხოვრებ ნიკო არდოტელს რთული რელიეფისთვის განკუთვნილი, იტალიური წარმოების მრავალფუნქციური მოტოკულტივატორი/სათიბელა გადასცა; ხოლო სოფელ ხახაბოში მცხოვრებ პაატა ხახიაურისა და ნინო ბარნაბიშვილის ოჯახს, რომლებმაც მეფუტკრეობა დაიწყეს, პოლონური წარმოების ოთხჩარჩოიანი თაფლის საწური ციბრუტი.
შენც შემოუერთდი ქართულ საქმეს! გააძლიერე „მთის ამბები“ და მთის ოჯახები.
რეკვიზიტები დონაციისთვის:
- GE17TB7433436020100011 თიბისი
- მიმღები: ააიპ სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი
- დანიშნულება: მთის ამბების ფონდი