საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ქეთელაურის საქართველოს ამბავი

15:19 - 09 სექტემბერი 2026 hits 160

ლევან ქეთელაური უნდა გაგაცნოთ. 43 წლის არქიტექტორი, რომელმაც 5 წლის წინ თბილისში კეთილმოწყობილი ოფისი და ასევე აწყობილი კარიერა მიატოვა და საგვარეულო კუთხის გზას დაადგა. ხევსურეთში, როშკასთან, გორაზე მეგობართან ერთად თავისი საქმე წამოიწყო. ქვები სულ ხელით ზიდეს, საძირკველიც ხელით გაჭრეს და რწმენით, სიუჯიუტითა და რის ვაი-ვაგლახით „სინდაურა“ გახსნეს.

სინდაურა შეციებული ხალხის თავშესაფარია, მოგიზგიზე ცეცხლით, დასარჩენი ლოგინებით, ღუმელში დამცხვარი კეცეულითა და წარმოუდგენლად თვალწარმტაცი ხედებით კომპასის ყველა მხარეს. ზღვის დონიდან 2 330 მეტრზე ლევან ქეთელაური გვიყვება, როგორ დაეხმარნენ საქართველოს ევროპელი მეგობრები მას, ერთ უცნობ კაცს, ამ ოცნების ახდენაში, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებაში და როგორ არ დაეხმარა მისივე არჩეული, მისივე დაქირავებული ხელისუფლება შუქის მიყვანაში. როგორ ურეცხავს ტვინს პროპაგანდა ადამიანებს იქაც, სადაც ტელეფონიც კი გაჭირვებით იჭერს.

მუსაიფი თითო ფინჯანი ბექთქონდარას ჩაისთან, საქართველოს მომავლის ჭვრეტა „სინდაურადან“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში