თუშეთში ცეცხლი 10 ჰექტარზეა გავრცელებული, ხანძარი ძლიერდება
17:38 - 02 სექტემბერი 2017თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან დაახლოებით 3–4 კილომეტრში, ტყეში ცეცხლი უკვე 10 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც „მთის ამბების“ რეპორტიორი თუშეთიდან გვატყობინებს, ფიჭვნარის დიდი ნაწილი სრულად არის დამწვარი.