საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის კიდობანი“ - დასავლეთ კავკასიური ჯიხვი გადაშენების პირას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:26 - 20 სექტემბერი 2017 hits 27601

აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემური სახეობებია. ჯიხვები მაღალი მთის ბინადრები არიან, მათი საბინადრო არეალი ზღვის დონიდან დაახლოებით 3000-მეტრზე იწყება.

დღესდღეობით, ჯიხვის ორივე სახეობა, განსაკუთრებით კი დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, საკმაოდ მცირერიცხოვანია. მათი შემცირების ერთადერთი მიზეზი ბრაკონიერობაა.

„კავკასიაში გავრცელებული ჯიხვის ორივე სახეობა საფრთხის წინაშეა. დასავლეთ კავკასიური ჯიხვი „გადაშენების პირას მყოფი“, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კი - საფრთხესთან ახლოს მყოფი ცხოველების კატეგორიას მიეკუთვნება.“

დასავლეთ კავკასიური ჯიხვი შედარებით უფრო მომცრო ტანისაა. მისი რქების ფორმაც განსხვავებულია - რქები ზევით მიემართება და შემდეგ იხრება. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის რქები თავის ქალიდანვე ზურგისკენ მიემართება, განსხვავებულ ფორმას იღებს და უფრო მასიურიცაა.

ორივე სახეობის ჯიხვისთვის ჯგუფური ცხოვრებაა დამახასიათებელი. გამრავლების სეზონამდე (დეკემბერი-იანვარი) მდედრებიც და მამრებიც საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფებს ქმნიან და ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დაშორებით ცხოვრობენ. მხოლოდ გამრავლების პერიოდში გადაადგილდებიან მამრები მდედრების საძოვრებისკენ. ეს პერიოდი საკმაოდ მძაფრი, შთამბეჭდავი რიტუალური ორთაბრძოლებით გამოირჩევა.

Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში