თუშეთში დართლო – ჩიღოს გზის მშენებლობა დაიწყო
11:08 - 15 ივლისი 2017თუშეთში, დართლოდან სოფელ ჩიღოსთან დამაკავშირებელი დაახლოებით 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. აქამდე ჩიღოში მისვლა მხოლოდ საცალფეხო ან საცხენოსნო ბილიკებით შეიძლებოდა. სოფელს არსებობის მანძილზე სამანქანო გზა არასდროს ჰქონია.