საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„საპარტნიორო ფონდი“ ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციას იწყებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:44 - 28 ივლისი 2017 hits 7434

„საპარტნიორო ფონდი“ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციას იწყებს.

ლიკანის პარკი, მასში განთავსებული ნაგებობებით, საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი კომპლექსია, რომელსაც ისტორიული, არქიტექტურული და მემორიალური ღირებულება აქვს.

პროექტი პარკის ცენტრში მდებარე რომანოვების სასახლის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. სასახლე რუსეთის დიდმა მთავარმა ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა ძმისთვის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-თვის, 1892-95 წლებში, არქიტექტორ ლეონტი ბენუას ააშენებინა.

სასახლის კომპლექსი 7 კორპუსისგან შედგება. მთავარი სასახლე აშენებულია მავრიტანულ სტილში და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. 1898 წელს, რომანოვების სასახლის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად მდინარე ბორჯომულაზე რუსეთის იმპერიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური ააგეს.

საბჭოთა პერიოდში აქ ქვეყნის პირველი პირები ისვენებდნენ, მათ შორის, იოსებ სტალინიც, რომელიც ლიკანს 1951 წელს ესტუმრა.

კურორტი ლიკანი თბილიდან 160 კმ-ში, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე მდებარეობს. გასულ კვირას, მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს -„ლიკანის პარკს“ ეროვნული ძეგლის მნიშვნელობა მიენიჭა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში