საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთში კვირიკობა აღინიშნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:07 - 28 ივლისი 2017 hits 19740

სვანეთში, სოფელ კალაში, კვირიკობა აღინიშნება. დღესასწაული 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს იწყება. კვირიკობას სვანეთში უხსოვარი დროიდან აღნიშნავენ და მას „ლაგურკას“ ეძახიან.

წმინდა კვირიკესა და ივლიტას მიმართ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის ლოცულობენ. წმინდანების სახელობის ტაძარი, ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, XI საუკუნეშია აგებული.

აქ დაცულია XI-XII საუკუნეებით დათარიღებული, წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი, მათ შორის შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჯვარიცხოვლის ნაწილია ჩატანებული.

წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ივლიტა შვილთან ერთად გაიხიზნა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. თუმცა, წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა, მმართველ ალექსანდრესთან დაასმინეს, მან კი დედა-შვილი აწამა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში