საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჩარგალში დღეს „ვაჟაობა“ იმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:34 - 29 ივლისი 2017 hits 13361

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში, დღეს სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ იმართება.

„ვაჟაობაზე“, ტრადიციულად, სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდება. მათ შორის: ფოლკლორული კონცერტი, სპორტული თამაშობები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ჭიდაობა და დოღი.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნება ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთების, ხელნაწერებისა და უნიკალური ფოტოების გამოფენა. 

მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენლის, როლანდ ზურაბაშვილის თქმით, ამ დროისთვის ჩარგალში 400-დან 500-მდე ადამიანია შეკრებილი.

„ზუსტად არ ვიცი რომელ საათზე დაიწყება ღონისძიებები, თავიდან თქვეს 12-ზე, შემდეგ გადაიტანეს“, - აღნიშნავს როლანდ ზურაბაშვილი.

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართება დოღი „ვაჟაობის მხედარი“. 15:00 საათზე კი ამფითეატრში დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ჯგუფები, ჯაზ-ფოლკ ბენდი, ანსამბლი „ალილო“ და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში