თუშეთის გზა შესაძლოა მაისში ვერ გაიხსნას
11:03 - 05 მაისი 2017თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა შესაძლოა მაისში ვერ გაიხსნას. ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე სამ კილომეტრში მთა არის მოწყვეტილი და მდინარე დაახლოებით 300 მეტრზეა დაგუბებული. თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროები მაისის ბოლოსთვის მიღებულ შეკვეთებს აუქმებენ.