საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სიკვდილიანობა აღემატება შობადობას ►რაჭა-ლეჩხუმში 202 %-ით, მთიანეთში 52 %-ით, გურიაში 61 %-ით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:06 - 19 სექტემბერი 2017 hits 13041

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გარდაიცვალა 345 ადამიანი, დაიბადა მხოლოდ 114. ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 202 %-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, ოთხივე რაიონში ერთად, თვეში 19 ბავშვი იბადება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში მცხეთა-მთიანეთში გარდაიცვალა 705 ადამიანი, დაიბადა 464 (სხვაობა 52%). გურიაში გარდაიცვალა 929 ადამიანი, ცოცხლად დაიბადა 577 (სხვაობა61%).

იმერეთში 4700 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 40 %-ით მეტია დაბადებულებზე (3352); სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაიცვალა 2 569 ადამიანი, რაც დაბადებულებზე 36%-ით მეტია (1889); კახეთში 2 402 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დაბადებულებს 28%-ით აღემატება (1874); შიდა ქართლი 1 781 გარდაცვლილია რეგისტრირებული, რაც დაბადებულებზე 12%-ით მეტია (1588); სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 7 %-ით მეტია (917) დაბადებულებზე (855).

დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას მხოლოდ თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში აღემატება. 2017 წლის ექვს თვეში თბილისში დაიბადა 9435 ბავშვი, გარდაიცვალა 7117 ადამიანი (სხვაობა 24 %); აჭარაში ცოცხლად დაიბადა 2714 ბავშვი, გარდაიცვალა 2144 ადამიანი (სხვაობა 21 %); ქვემო ქართლში დაიბადა 2681 ბავშვი, გარდაიცვალა 2345 ადამიანი (სხვაობა 12 %).

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სულ 25 543 ადამიანი დაიბადა, 25 954 კი გარდაიცვალა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, 2 128 600 ადამიანი საქალაქო ტიპის დასახლებებში, 1 589 600 კი სასოფლო დასახლებებში.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, რეგიონებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2002 წლის აღწერასთან შედარებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა (37%) და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (29 %) ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარაში (10 %).

ამ თემაზე:

„სოფელი სოფელს გასძახის: „დაილიე თუ ხარაო“ – ბოლო პერიოდში 223 სოფელი იქცა ნასოფლარად

ონის რაიონის 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში