საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის კიდობანი“ - ნიამორი, შინაური თხის წინაპრების რიტუალური ორთაბრძოლები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:33 - 13 სექტემბერი 2017 hits 26988

ნიამორი შინაური თხის წინაპარია, მისი ველური ფორმა, რომელიც ბუნებაშიც არის შემორჩენილი. საქართველოში ნიამორის რიცხვი შემცირებულია. ამჟამად დარჩენილია თუშეთში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე - პირიქითა ხევსურეთში, შატილის მიდამოებში.

ცხოველი მთლიანად გამქრალია მცირე კავკასიონზე, სადაც XX საუკუნის დასაწყისში გავრცელებული იყო. „როდესაც ასეთ სახეობის გაქრობაზეა საუბარი, ეს ყოველთვის ადამიანის მიერაა გამოწვეული. მისი გაქრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ბრაკონიერობაა. მიუხედავად იმისა, რომ ნიამორი კლდის ბინადარია, მისი ჰაბიტატი ვიწრო ხეობებიცაა, რაც საკმაოდ აადვილებს მასზე ნადირობას.“

ნიამორს შეუძლია გადაადგილდეს და ირბინოს წარმოუდგენლად ვიწრო ბილიკებზე. იკვებება კლდეებზე ამოსული მცენარეულობით. მათი გამრავლების სეზონი ზამთარია, დეკემბერი-იანვარი, რა დროსაც რიტუალური ორთაბრძოლები იმართება.

 

Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში