საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უკანაფშავის სოფლების მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:43 - 15 სექტემბერი 2017 hits 6687

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, 21 სექტემბერს, თხილიანაში, უკანაფშავის სოფლებს შორის სოციალური პროექტების შედგენის კონკურსს გამართავს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებული სოფლების (შუაფხო, მუქო, ბინდაურთა, გოგოლაურთა, ახადი, ჩალახევი, ჭიჩო, ვაკისოფელი, ელიაგზა, თხილიანა) მოსახლეობას.

თითო სოფელმა მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინოს. დაინტერესებულმა პირებმა საპროექტო განაცხადში უნდა აღწერონ სოფლის პრობლემა/საჭიროება, პროექტის მიზანი, მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები, დეტალური ბიუჯეტი, პროექტის დაწყების და დასრულების ვადები, უნდა მიუთითონ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი, პროექტის განხორციელებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა და ინფორმაცია, როგორ განაწილდება მონაწილეებს შორის პასუხისმგებლობა.

მიღებული პროექტებიდან შეირჩევა 5 საუკეთესო განაცხადი და გაიცემა გრანტები 4000-დან 12000 ლარის ფარგლებში.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, უკანაფშავის თემში – სულ 143 ადამიანიღა ცხოვრობს: 53 სოფელ თხილიანაში, 35 შუაფხოში, 15 უძილაურთაში, 13 მუქოში, დანარჩენ სოფლებში რამდენიმე ადამიანია, მაგალითად, ელიაგზაში, ჩალახევსა და ჭიჩოში თითო-თითო ადამიანიღა შემორჩა.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიზანია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და მისი განვითარების მხარდაჭერა, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში