საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ცდოში გადამცემი ხაზის მშენებლობის კანონიერებაზე სასამართლო 16 თებერვალს იმსჯელებს საზოგადოება

ცდოში გადამცემი ხაზის მშენებლობის კანონიერებაზე სასამართლო 16 თებერვალს იმსჯელებს

ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოს ტერიტორიაზე 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის კანონიერებას მცხეთის რაიონული სასამართლო 2017 წლის 16 თებერვალს განიხილავს. ეს საქმის პირველი სასამართლო განხილვა იქნება. ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით მცხეთის სასამართლოში სარჩელი ზუსტად ერთი წლის წინ შევიდა.

რატომ გაათავისუფლეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი საზოგადოება

რატომ გაათავისუფლეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. „მთის ამბების“ ინფორმაციით, გათავისუფლებას წინ მინისტრსა და სააგენტოს თავმჯდომარეს შორის უთანხმოება უძღოდა.

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა გარემოს დაცვა

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

გარემოს დაცვის სამინისტრომ ფშავში შვლის მოკვლაში მხილებული ბრაკონიერის, 32 წლის ალექსანდრე ოგანოვის ვიდეოჩვენება გაავრცელა. ბრაკონიერი ამბობს, რომ ტყეში ყოფნისას ხმა გაიგო, მგელი ეგონა, ესროლა და შველი აღმოჩნდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერი იმ დროს დააკავეს, როცა დანაწევრებული შველი გადაჰქონდა.

ბრაკონიერებს ფშავში დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ გარემოს დაცვა

ბრაკონიერებს ფშავში დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ

ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.

ონის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა საზოგადოება

ონის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკოლა 565 მოსწავლეზეა გათვლილი.

The Guardian უშგულის შესახებ სტატიას აქვეყნებს საზოგადოება

The Guardian უშგულის შესახებ სტატიას აქვეყნებს

გამოცემა The Guardian უშგულს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში აღნიშნულია, რომ უშგული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი სვანური კოშკები კი ამ სოფელს ზღაპრულ შეგრძნებას მატებს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა გარემოს დაცვა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა

ბრაკონიერების მიერ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაჭრილი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეროვნული პარკის დირექტორის, ლევან თაბუნიძის თქმით, შველი მანამდე მოკვდა, ვიდრე საოპერაციოდ თბილისში გადაიყვანდნენ.

„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ - ახალი წიგნი საქართველოს ბუნებაზე საზოგადოება

„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ - ახალი წიგნი საქართველოს ბუნებაზე

გამომცემლობა „კლიომ“ ახალი წიგნი - „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამოსცა. ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ადგილი. წიგნის ავტორი თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილია.

თუშეთის გზის სამუშაოებს 2020 წლამდე შპს „გერალი“ შეასრულებს საზოგადოება

თუშეთის გზის სამუშაოებს 2020 წლამდე შპს „გერალი“ შეასრულებს

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ განახორციელებს. კომპანიამ საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

გუდაურის გადასახედის რეაბილიტაციის პროექტირების ტენდერში Saxon-მა გაიმარჯვა ბიზნესი

გუდაურის გადასახედის რეაბილიტაციის პროექტირების ტენდერში Saxon-მა გაიმარჯვა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გუდაურის „გადასახედის“ რეაბილიტაციის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს Saxon Manegement Services-მა გაიმარჯვა.

გვერდი 111 სულ 126
თავში