საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შენაქოში ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩატარდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:25 - 02 მაისი 2017 hits 5342

რიგით მე-8 თბილისი ფოტო ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასის ვორქშოპი შენაქოში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, მწყემსებისა და ცხენოსნების ეს შთამბეჭდავი სოფელი მასტერკლასისთვის თავისი სულისშემკვრელი პეიზაჟებისა და შალვა ახალაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის გამო შეარჩიეს.

მასტერკლასის მიზანია, დაეხმაროს ფოტოგრაფებს როგორც საკუთარი ფოტოგრაფიული ხელწერის განვითარებაში, ისე საქართველოს აღმოჩენაში.

წელს, თბილისი ფოტო ფესტივალმა მასტერკლასის ვორქშოპის ჩასატარებლად მოიწვია საერთაშორისოდ ცნობილი ფოტოგრაფები იუსტინა მელინკევიჩი და იური კოზირევი. ორგანიზატორების ინფორმაციით, ორივე მათგანს აქვს ფოტოგრაფიაში საკუთარი ღრმა ცოდნის გაზიარების უნარი და კარგად იცნობენ საქართველოს.

კომპანია ATLASGLOBAL-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ფესტივალი დააფინანსებს ევროპის ქალაქებიდან თბილისში მასტერკლასში მონაწილეთა მგზავრობის ღირებულების 30%-ს. 10%–იანი ფასდაკლება მოქმედებს იმ მონაწილეთათვის, რომლებიც 15 მაისამდე დარეგისტრირდებიან. ექვსდღიან მასტერკლასში მონაწილეობის ღირებულება 950 ევროა.

თბილისი ფოტო ფესტივალი ქართველმა და ფრანგმა ფოტოგრაფებმა 2010 წელს დააფუძნეს. ის კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვან ფოტო ფესტივალად და ყოველწლიურ კულტურულ ღონისძიებად ითვლება. ფესტივალის მიზანი სხვადასხვა რეგიონებიდან - აზია, ევროპა, არაბული სამყარო - ფოტოგრაფების შეკრება, მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფიის წარმოჩენა და რეგიონული ფოტოგრაფიის ხელშეწყობაა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში