საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბათუმი-ახალციხის გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის სიმაღლე 5 მეტრს აღემატება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:10 - 24 აპრილი 2017 hits 19411

გოდერძის უღელტეხილის გავლით ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გოდერძის უღელტეხილი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზეა. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის სიმაღლე 5 მეტრს აღემატება.

დიდთოვლობის გამო საუღელტეხილო გზა ნოემბრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ჩაკეტილია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე დაგეგმილია გზის 29-კილომეტრიანი მონაკვეთის (ხულო–გოდერძი) რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი დააფინანსებს. გზის რეაბილიტაციაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 4 ხიდის რეკონსტრუქცია, წყალგამტარი მილების, სადრენაჟო სისტემების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნების მოწყობა.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს. რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო შემცირდება.

გოდერძის სამთო – სათხილამურო კურორტზე არის 3 სათხილამურო ტრასა, ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25%, წითელი- ADVACED-დახრილობა 40%. ფუნქციონირებს 2 საბაგირო, 1 გონდოლას ტიპის, 1 ბაბლი - 6 კაციანი. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია და ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი - 2366 მეტრია.

კურორტზე 7 სასტუმრო კოტეჯი ფუნქციონირებს. ამასთან 2016 წელს საძირკველი ჩაეყარა და მიმდინარეობს დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობა. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში