საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

10:49 - 28 აპრილი 2017 hits 5844

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

ზურაბ მურთაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვალერიან ელანიძის დაკრძალვაზე სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და ადგილზევე გარდაიცვალა.  

ზურაბ მურთაზაშვილი დაიბადა 1945 წლის 25 იანვარს სოფელ ქვემო ალვანში. იგი ახმეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე იყო 2014 წლის 14 ივლისიდან. 1990-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ახმეტის გამგეობაში.

ბოლო წლებში ზურაბ მურთაზაშვილი იყო თუშეთის მუნიციპალიტეტის ცალკე შექმნის  ინიციატორი და აქტიურად მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში