საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის ექსტრემალური გზა - უცხოელი ტურისტების ვიდეო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:08 - 12 აპრილი 2017 hits 34406

თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

გზა თავისი პირობებიდან გამომდინარე თუშეთში ტურისტების მიზიდვის ერთ–ერთ საშუალებად ითვლება, მეორე მხრივ კი გზის მდგომარეობა ხშირად იმდენად გაუარესებულია, რომ ტურისტებს აფრთხობს.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა, დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. ფშაველიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი.

გზაზე სახიფათო პირობების გამო ბევრი ადამიანია გარდაცვლილი.

2016 წლის 10 ოქტომბერს, თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში მოათავსეს მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

იმავე წლის 12 სექტემბერს, გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

9 მაისს, თუშეთის გზაზე, ე.წ. ცოდვიაანთ ხევთან ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ–ერთი მათგანი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტ–შვილი ადგილზე გარდაიცვალა, 44 წლის მამაკაცი კი დაშავდა.

2014 წლის სექტემბერში, თუშეთის გზაზე, ე.წ.  „ბოთლის წყალთან“ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. ოთხივე მათგანი, 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე ადგილზე დაიღუპნენ.

თუშეთის გზის მოვლა–პატრონობას 2017 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის მიმდინარე და პერიოდული სამუშაოებისთვის 1 236 791 ლარს უხდის. შპს „გერალის“ წარმომადგენელი ტარიელ წიკლაური ფშაველი–ომალოს გზის გახსნას 15–20 მაისისთვის ვარაუდობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში