საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა კვირაში სამჯერ შესრულდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:31 - 25 ივლისი 2017 hits 7079

ნატახტარი-ამბროლაურისა და ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაიზარდა და 2-ის ნაცვლად, კვირაში 3 რეისი შესრულდება.

დამატებითი რეისი ყოველ პარასკევს, 14:30 საათზე, ნატახტარის აეროდრომიდან შესრულდება. მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა და ერთი მიმართულებით მისი ფასი  ზრდასრულთათვის - 50, 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 35 ლარს შეადგენს.

ფრენის სიხშირის გაზრდა მგზავრთა ნაკადის მატებამ გამოიწვია. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, გამორიცხული არაა, რომ ამ მიმართულებას კიდევ ერთი რეისი დაემატოს. მათი თქმით, მგზავრთა მოთხოვნის შემთხვევაში, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ავიარეისებს ზამთარშიც ანალოგიური სიხშირით შეასრულებენ.

ამ დრომდე, ამბროლაურის მიმართულებით ფრენა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას ხორციელდებოდა.

ამბროლაურში თვითმფრინავით გამგზავრების მსურველებს მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც გაფრენამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, თბილისიდან, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან,  ნატახტარის აეროდრომის მიმართულებით გადის.

ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით თვითმფრინავი ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას - 14:30 საათზე გაფრინდება. ამბროლაურიდან კი ავიარეისები იმავე დღეებში, 16:00 საათზე შესრულდება. ფრენა დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.

ნატახტარის აეროდრომიდან მგზავრები მიკროავტობუსებს კვლავ მეტროსადგურ „რუსთაველთან“ ჩამოჰყავს. მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება ავიარეისის საფასურში შედის.

აეროდრომი „ნატახტარი“ მცხეთის რაიონში, თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ამბროლაურის რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ ასრულებს. ავიაბილეთების შეძენა როგორც ონლაინ, ასევე ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-შია შესაძლებელი.

რაჭაში, ამბროლაურის აეროპორტი და სამგზავრო ტერმინალი 2017 წლის იანვარში გაიხსნა. ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება, ტერმინალი კი დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში