საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილის გზა შესაძლოა ივლისის ბოლომდე ვერ გაიხსნას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:05 - 11 ივლისი 2017 hits 7807

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზა ე.წ. გუროს ნაწვეთრებიდან შატილამდე 8 ადგილას მდინარე არღუნს აქვს წაღებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გზის აღდგენის ზუსტ დროს ვერ ასახელებს.

„შატილის გზაზე საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს შექმნილი, დაახლოებით ისეთი, რაც თუშეთში გვქონდა. აქ დატბორილი არ არის, მაგრამ აქაც კლდეებია ასაფეთქებელი, რადგან მდინარემ ისე მოგლიჯა გზა, რომ ადგილი აღარ დარჩა ახალი გზის გასატარებლად. ჩვენი საპროექტო სამსახურის სპეციალისტები იყვნენ ადგილზე, დღეს უკვე გავგზავნეთ მძლავრი ტექნიკა და ხვალიდან დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. შესაძლოა 10 დღე დაგვჭირდეს, შეიძლება უფრო მეტიც. ამ ეტაპზე არ შემიძლია იმის თქმა, გზა როდის გაიხსნება. როცა დავიწყებთ სამუშაოებს, თანდათან გამოჩნდება რა სირთულეებს წავაწყდებით“, - განუცხადა „მთის ამბებს“ გიორგი სეთურიძემ.

ადგილობრივი საგზაო სამსახურის ხელმძღვანელის ზურა არაბულის თქმით, 6-7 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გზა ბარისახოდან გუროს ხეობის გადასახვევამდეც დაზიანდა, თუმცა მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობას მაინც ახერხებენ.

უგზოობის გამო გუროს ხეობაში, შატილსა და მიღმახევში (მუცო-არდოტის ხეობა) ქართველი და უცხოელი ტურისტები ჩარჩნენ, მათ შორის რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შატილში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ისინი შატილიდან ბარში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გადმოიყვანეს.

პირიქითა ხევსურეთს ყველაზე მეტი ტურისტი ივლისსა და აგვისტოში სტუმრობს. უგზოობა შატილში მოქმედ საოჯახო სასტუმროებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში