მცირე გრანტების პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა
21:13 - 16 ოქტომბერი 2020სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სააგენტო გამარჯვებულებს წლის ბოლოს გამოავლენს, გრანტის გაცემა კი 2021 წლის მარტში მოხდება.