30 ათასლარიანი მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება
21:05 - 16 სექტემბერი 2020სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების დასაფინანსებლად განაცხადებს 5 ოქტომბრიდან მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისი დაემატა.