თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა
18:31 - 18 სექტემბერი 2020თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.