რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან
17:28 - 12 აგვისტო 2021საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.
საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
ბიზნესი
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დასკვნით, სვანეთში, ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო გზა უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, არანორმირებული სამუშაო რეჟიმის გამო მოძველებულია და ახლით უნდა შეიცვალოს. 11 წლის განმავლობაში, რაც ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო გზა ფუნქციონირებს, არცერთხელ არ ჩატარებია დიაგნოსტირება და საერთოდ არ…
საზოგადოება
იფნის ხის ტოტზე დაკიდებულ რკინის ბორბალს ქვას მაშინ ურახუნებენ, როცა სოფლის ცენტრში ხალხს უნდა მოუხმონ. რახუნის ხმა და ექო ებუთის ყველა უბანში აღწევს. ოციოდე ადამიანი წყაროსთან 5-10 წუთში იკრიბება. სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გარეშე დარჩენილები ერთმანეთს ეკითხებიან, რა მოხდა.
საზოგადოება
New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის თანახმად, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელების შემთხვევებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება.
გარემოს დაცვა
11 წლის გიას სისხლში ტყვიის შემცველობა 20-ჯერ მაღალია და ბავშვებისთვის განსაზღვრული ნორმის, 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე) ნაცვლად, 104-ია. ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღურბლს 12-ჯერ აღემატება 9 წლის გიორგის სისხლშიც. ორივე ბავშვი ლიმბახის ლაბორატორიამ გამოიკვლია, რომელიც ევროპაში წამყვანი დიაგნოსტიკის ჯგუფია. ფოთში, ჯავახიშვილისა…
საზოგადოება
პატარა ფარდულია, დაბალი. წელში თავისუფლად ვერ გაიმართები. შიგნით შეშის ძველი ღუმელი დგას. ხის კუნძებზე გადებული ფიცრები საწოლის მაგივრობას სწევს. ზამთარი აქ გაატარა. ცეცხლს მთელი ღამე არ აქრობდა, რომ ყინვას მორეოდა.
საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 35-ე კილომეტრზე, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან, ჯიპის მარკის მანქანა ხევში გადავარდა. მძღოლი და ერთი მგზავრი ომალოდან ალვანში ბრუნდებოდნენ.
კულტურა
9 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, სულ მცირე ხუთჯერ საჯაროდ დაგვპირდნენ საროს დარბაზების რეაბილიტაციას, უმეტესად წინასაარჩევნოდ. სარო სოფელია სამცხე-ჯავახეთში, ოთხი ათასწლეულის წინანდელი მეგალითური ციხის ნანგრევებითა და ორსაუკუნოვანი მესხური სახლებით, რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალურია. უძველესი გვირგვინოვანი დარბაზების გადასარჩენად მხოლოდ 2…
საზოგადოება
ძლიერი წვიმისა და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სვანეთსა და ხევსურეთში ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები და საავტომობილო გზები დააზიანა. უშგულისკენ მიმავალ ორივე გზაზე, მესტიიდან და ლენტეხიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მდინარემ რამდენიმე ადგილას დაანგრია ბარისახო-შატილის გზაც, კორშა-გუდანის მონაკვეთზე. ქვემო და ზემო…