„თბილისიდან რაჭამდე სულ რაღაც სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე - სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ონიდან 5 კმ-ით.
საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი დაუსახლებულ ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზეა.
ახალი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 111 მილიონ ლარზე მეტია.



