ზემო სვანეთის გზაზე კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა შეფერხებულია
14:32 - 06 დეკემბერი 2021ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ბარჯაშთან ახლოს კლდე ჩამოიშალა და გზა ჩახერგა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება დილიდან შეფერხებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ გვითხრეს, გზის გახსნას დღის ბოლომდე შეძლებენ თუ არა. ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.