პროკურატურამ ხადის ხეობაში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
22:59 - 02 აპრილი 2026შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ „მთის ამბების“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.