საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სანქცირებულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:19 - 27 დეკემბერი 2024 hits 599

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით,

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული. შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 %-ზე მეტი.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ „ქართული ოცნების“ ქმედებებს, მათ შორის, მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ხელყოფს.

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (გაიყინება)“.

სანქციები ეხება შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ივანიშვილის დავასაც. Bloomberg-ი 2024 წლის 31 ოქტომბერს წერდა, რომ „სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილისთვის 742,7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცემული გენერალური ლიცენზია N116 კრძალავს ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების აღსრულებას, ტრანსფერს, ქონების გადატანას და სხვა ტრანზაქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი დავის შედეგად მოგებულ თანხას აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს.

„მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. ...ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით,

„ქართული ოცნების“ უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელია დასანქცირებული,

რომელთაგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა. მათ შორის 14 ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია, 8 პოლიტიკური თანამდებობის პირი, 11 მოსამართლე. დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში