საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პაატა ხახიაურის და ნინო ბარნაბიშვილის საქართველოს ამბავი

22:17 - 12 დეკემბერი 2025 hits 1335

უგზოობაა უპირველესი, რაც საქართველოს მაღალმთიანეთში სოფლებს აუკაცრიელებს. „მთის ამბების“ ჯგუფიც ხახაბოში ცხენებით ავიდა. ჩვენი მასპინძლები პაატა ხახიაური და ნინო ბარნაბიშვილი იყვნენ, - პირველი ოჯახი მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, რომელიც ერთ დროს ხევსურეთის დიდ სოფელში, ახლა კი უკაცრიელ ხახაბოში ზამთარში რჩება.

ჩვენი მკითხველები დასაწყისიდან ადევნებდნენ თვალს ენთუზიაზმით სავსე წყვილის ცხოვრებას ჭანჭახის ხეობაში, მაგრამ წელს მასპინძლები უჩვეულოდ იმედგაცრუებულები დაგვხვდნენ. მთაში პრობლემები არა და არ გვარდება, პირიქით. მზის ბატარეები მწყობრიდან გამოდის, ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, არც გზას ეშველა, კოშკები ინგრევა, ქვეყანაც უკან-უკან მიდის და ხახიაურების ოჯახსაც მოთმინება ელევა. სათუოა, გაძლებენ თუ არა საზღვრისპირა ხევსურეთში კიდევ ერთ ზამთარს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში