საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაურში ინდური რესტორნის საძინებელში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს

21:45 - 14 დეკემბერი 2024 hits 2366

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ ოთახში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ, მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.

გარდაცვლილთაგან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში