საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

XIX საუკუნის ფრანგი მოგზაურის ზღაპარი გუდაურის შესახებ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:16 - 14 აგვისტო 2017 hits 9287

საუკუნეების განმავლობაში, კავკასიაში, მათ შორის - საქართველოში არაერთ უცხოელს უმოგზაურია. მათი მოგონებები, თუ ჩანაწერები უამრავ საინტერესო ფაქტსა და ისტორიულ ცნობას გვაწვდის იმდროინდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ.  

ერთ-ერთი ასეთი მოგზაური ფრანგი მეცნიერი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე - ბარონი დე ბაი იყო, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში.

მის ნაშრომში - „საქართველოში“, გუდაურთან დაკავშირებული ერთ-ერთი ზღაპარიც გვხვდება, რომელიც სტუმარს ადგილობრივებმა უამბეს:

„ვჩქარობთ, რათა გუდაურს მივაღწიოთ. ამ დასახლების ზევით აღმართულია კლდე – „გუდად“ წოდებული, რომელსაც თქმულება ბოროტ სულთან აიგივებს. ნება მომეცით მოგიყვეთ ეს ზღაპარი.

„ბოროტ სულს ოდესღაც შეშურდა, რომ სოსიკოს სახელით ცნობილ ახალგაზრდა გლეხს უყვარდა ოსი ქალიშვილი – ნინო. იმისათვის, რომ სიძულვილის გრძნობა დაეკმაყოფილებინა, გუდამ მოინდომა ამ კაცის სიკვდილი.

როდესაც იგი სანადიროდ მოდიოდა, გუდა ნისლს ჩამოაწვენდა, რომ უფსკრულის შვერილები დაეფარა, მაგრამ სოსიკო ყოველთვის აღწევდა თავს დაბრკოლებებს. გულმოსულმა იმით, რომ მსხვერპლი უმკლავდებოდა მის მიერ დაგებულ მახეებს და უვნებელი რჩებოდა, გუდამ მზაკვრობას მიმართა.

ერთ დღეს, როდესაც სოსიკო ნინოს სანახავად წავიდა, ბოროტმა სულმა სახლს ქვების გროვა დაუშინა და დაასამარა იგი. თავიდან გლეხმა და გლეხის ქალმა ვერ შეამჩნიეს ეს ამბავი. პირველ დღეს მათ პური იპოვეს. მეორე დღეს შიმშილმა შეაწუხათ და იტირეს. მესამე დღეს შიმშილის გრძნობამ იმატა და მათ ყოველგვარი იმედი დაკარგეს. მეოთხე დღეს სიკვდილი უკვე მოახლოვდა. სოსიკო გიჟივით დარბოდა სახლის ერთი ბოლოდან მეორეში. გამძვინვარებული ვაჟი შეხედავს ნინოს და, ბოროტი სულით ხელნაკრავი, ქალს მხარზე ჰკბენს. იმავე წამს იღება კარი, მათ საშველად ხალხი მოდის. ნინო და სოსიკო სახლიდან გამოდიან უკვე ერთმანეთისადმი გრძნობაჩამქრალნი.

ბოროტმა სულმა გუდამ თავის მიზანს მიაღწია, მან იმდენი იცინა, რომ მისივე კლდის ქვებმა, როგორც სქელმა ღრუბლებმა, მთიდან დაშლა-ჩამოზვავება დაიწყო“.

გზის გასწვრივ მგზავრი მართლაც ხედავს დამადასტურებელ ფაქტებს იმისას, რომ გუდას სიცილი საშინელებაა. ეს მხიარული აღტკინება დროდადრო მეორდება და შიშის ზარს სცემს მთიელებს.“

 

წყარო - ბარონი დე ბაი საქართველოში ფრანგულიდან თარგმნა ლეილა მაღრაძემ, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2011წ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში