საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბაკურიანში ბიატლონის მსოფლიო სტანდარტების ტრასა აშენდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:44 - 01 დეკემბერი 2016 hits 17260

ბაკურიანში ბიატლონის ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მთის კურორტების განვითარების კომპანია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან (FIS) ერთად მუშაობს. როგორც „მთის ამბებს“ კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, დაგეგმილია ბიატლონის მსოფლიო სტანდარტების ტრასების აშენება, რის შემდეგაც კურორტი სპორტულ შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.

ბიატლონი (Biathlon) სპორტის ზამთრის სახეობაა, რომელიც ორ თანრიგს მოიცავს: თხილამურებით რბოლასა და შაშხანის მიზანში სროლას. სახეობის სახელწოდება ლათინურ-ბერძნულია: Bi - ორი (ლათ.) და Athlon - შეჯიბრება (ბერძნ.), თუმცა გავრცელებული ვერსიით, იგი ძველი სკანდინავიიდან იღებს სათავეს, როგორც სკანდინავიური მითოლოგიის ღვთაება ულრის საპატივსაცემო ტრადიციული სპორტული შეჯიბრი. ძველი წარმოდგენით, მითიური ულრი თხილამურებით მოსიარულე და ამავდროულად მონადირე ღმერთია.

ბიატლონში ოფიციალური შეჯიბრი პირველად 1924 წლის შამონის ზამთრის ოლიმპიადაზე გაიმართა, სადაც ბიატლონის შეჯიბრებაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებმა მიიღეს. 1960 წელს კალიფორნიაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობას საბოლოო, დღევანდელი სახე მიეცა. ბიატლონის მმართველი მსოფლიო ორგანო ბიატლონის საერთაშორისო კავშირი (IBU – International Biathlon Union) გახლავთ. IBU მართავს მსოფლიო ჩემპიონატსა (1958 წლიდან) და სეზონურ მსოფლიო თასსაც (1977-1978 წლების სეზონიდან).

სპორტის აღნიშნულ სახეობაში 7 ძირითადი დისციპლინა არსებობს: ინდივიდუალური რბოლა, სპრინტი, დადევნება, ე.წ. მას-სტარტი, ესტაფეტა, შერეული ესტაფეტა და გუნდური (ოთხი სპორტსმენი).

თანამედროვე ბიატლონში შაშხანით სროლის სამიზნე 50 მ-ში მდებარეობს. წოლითი რეჟიმის დროს სამიზნის დიამეტრი 45 მმ-ია, ხოლო დგომისას - 115 მმ.

ბიატლონის ოლიმპიურ ისტორიაში ყველაზე მეტი ჯამური მედალი (45) გერმანიას აქვს მოპოვებული: 16 ოქრო, 20 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში