საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარიანა იოსელიანი - ევროპის ერთადერთი პრიზიორი მეკლდეურობაში საქართველოდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:40 - 24 ოქტომბერი 2021 hits 36738

რატომ ვცოცავ? ვიდრე თითის გაშლა არ გამიჭირდება, იქამდე ვცდილობ კლდეს ვეჭიდაო. თავისუფლებაა, სწრაფვა გამარჯვებისკენ. ბავშვობაში მეზობლები მაუგლის ეძახდნენ ხეებზე თოკებით ძრომიალის გამო. 4 წლის იყო, პირველად რკინის ბოძზე რომ აცოცდა და სახლის სახურავზე ავიდა. სვანეთში, მულახის თემის სოფელ ჟაბეჯში, საბჭოთა კავშირის პრიზიორ, ავღან ნავერიანის მეზობლად ცხოვრობს და ვარჯიშიც მისი ინიციატივით დაიწყო. მარიანა იოსელიანი მეკლდეურობაში ევროპის ერთადერთი პრიზიორია საქართველოდან.

მარიანამ წელს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან შეთავაზება მიიღო. 29 წლის მეკლდეური მიწვეული მსახიობია სპექტაკლში „ბეთქილი“, სადაც ნადირობის ქალღმერთის, დალის როლს თამაშობს. ყველაზე მეტად გული მაინც კლდეზე ცოცვისკენ მიუწევს.

საქართველოში მეკლდეურთა სკოლა 1950-იანი წლებიდან არსებობს, რომლის გამორჩეული წარმომადგენელიც ლეგენდად ქცეული მთამსვლელი და მეკლდეური მიხეილ ხერგიანი იყო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში