საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფშავ-ხევსურეთის სამივე პანსიონმა მუშაობა განაახლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:50 - 06 ოქტომბერი 2018 hits 17657

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონებმა მუშაობა განაახლეს. ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, სკოლის გარეშე დარჩენილი 27-ვე ბავშვი სკოლას დაუბრუნდა.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ამასთან, სოფლების, ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრს მიაჩნია, რომ ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს პოლიტიკა სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ფშავ-ხევსურეთის პანსიონების დახურვის შესახებ „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი 24 სექტემბერს გამოაქვეყნა. პანსიონებმა სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზიის მისაღებად პირობები ვერ დააკმაყოფილეს. პანსიონების დახურვის შედეგად, არხოტში, მუცო-არდოტის ხეობაში, პირაქეთა ხევსურეთისა და ფშავის სოფლებში მცხოვრები 27 ბავშვი სკოლის გარეშე დარჩა.

რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა განათლების მინისტრსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, გაეტარებინათ შესაბამისი ღონისძიებები, რათა ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ ბავშვებს სკოლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონებიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ბავშვზე ზრუნვის მოქმედ სტანდარტებს (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N 66 დადგენილებთ; ამოქმედდა 2017 წლის 1-ელ სექტემბერს). ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაღაროსკარშია: დაზიანებულია კარ-ფანჯარა, არ ფუნქციონირებს აბაზანა. ამის გამო, ბავშვები, რომლებსაც სკოლასთან ახლოს ნათესავები არ ჰყავთ, აბაზანით სარგებლობას ვერ ახერხებენ. მთავრობის დადგენილებით დაუშვებელია პანსიონში 10-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობდეს, ბარისახოში კი 12 ბავშვია.

როგორც „მთის ამბებს“ სამინისტროში განუმარტეს, მაღაროსკარის, ბარისახოსა და შატილის პანსიონებს პრიორიტეტი მიენიჭება და ინფრასტრუქტურის სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ 2019 წელს ჩაატარებს.

დუშეთის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის ინფორმაციით, 2020 წლისთვის შატილსა და ბარისახოში, შესაძლოა, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი პანსიონები აშენდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში