საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

"ეს შენობა ამ ფორმით არ შენარჩუნდება!" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:00 - 09 ნოემბერი 2017 hits 10917

მესტიის რაიონში, ლანჩვალში, ორ სვანურ კოშკს შორის მდებარე ოთხსართულიანი, ლურჯსახურავიანი შენობა გოშთელიანების საგვარეულოს საკუთრებაა.

ფოტო, სადაც აღნიშნული ნაგებობაა ასახული, სოციალურ ქსელში 9 ნოემბერს გავრცელდა და მომხმარებელთა ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ ფოტო ნამდვილია და მასზე ასახული შენობა 2001-2002 წლებში, სვანური სახლის ადგილას აშენდა.

„ეს იყო ერთ-ერთი პირველი ახალი სახლი, რომელიც 1992 წლის შემდეგ აშენდა. მაშინ არც წესი მოქმედებდა და არც კანონი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნებოდა. მეპატრონე რუსეთში საქმიანობდა და 2002 თუ 2003 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ლურჯი სახურავით ისე გადახურეს და ისე შეღებეს ნაგებობა, მას არც კი უნახავს.“

მესტიის მერი აღნიშნავს, რომ დღეს შენობა გაურემონტებელია და ისევ ისე დგას, როგორც წლების წინ - „ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, შეძლებისდაგვარად, შევუცვალოთ იერსახე“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული ნაგებობა ყოველგვარი ნორმისა და კანონქვემდებარე აქტის დარღვევითაა აშენებული, შესაბამისად, შენობა, რომელსაც ამჟამად საცხოვრებელი სახლის ფუნქცია აქვს, მესტიის ისტორიულ ლანდშაფტში ამ ფორმით არ შენარჩუნდება.

„ამ შენობის ასეთი ფორმით დატოვება შეუძლებელია და ამას არ დავუშვებთ. ჩვენი უწყება მუშაობს მესტიის გენ-გეგმის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტზე, რომელიც უახლოეს ერთ წელიწადში მზად იქნება. ერთ-ერთი კომპონენტი ამ სახლის სახეცვლილებაც იქნება, რათა მისი იერსახე შეძლებისდაგვარად მივუსადაგოთ არსებულ ლანდშაფტს“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა ბარამიძე.

ამავე თემაზე:
„ერთი ჭექა-ქუხილი უნდა და ჩამოიშლება კედელი” - სვანური კოშკები და მაჩუბები გადარჩენის მოლოდინში

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში