საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდამაყრის საჯარო სკოლას სოფელ ზანდუკის სკოლის სახელი მიენიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:42 - 14 თებერვალი 2017 hits 5689

დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე „სოფელ გუდამაყრის საჯარო სკოლას“ დასახელება შეეცვალა და გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად, სოფელ ზანდუკის საჯარო სკოლის სახელწოდება მიენიჭა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

გუდამაყრის საჯარო სკოლისთვის სახელის შეცვლის შემდეგ მასწავლებლები მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ. როგორც „მთის ამბები“ წერდა, მასწავლებლები შეღავათებით იმ მიზეზით ვერ სარგებლობდნენ, რომ სოფელი გუდამაყარი არ არსებობს და შესაბამისად, არც იმ მაღალმთიანი სოფლების ჩამონათვალშია, რომელსაც მთის კანონი შეეხო.

„გუდამაყრის სკოლა 1974 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 წლიდან, როცა სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა, სახელწოდება შეეცვალა და სოფელ გუდამაყრის საჯარო სკოლად იწოდება. სკოლის მისამართად მითითებულია სოფელი გუდამაყარი. მას შემდეგ, რაც მთის კანონი ძალაში შევიდა, გუდამაყრის ხეობის სოფლებმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო. რადგან მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში სოფელი გუდამაყარი არ აღმოჩნდა იმიტომ, რომ გუდამაყარი როგორც სოფელი არ არსებობს, შეღავათების გარეშე დავრჩით“, - უთხრა „მთის ამბებს“ საჯარო სკოლის დირექტორმა ჟუჟუნა წიკლაურმა. მან დახმარებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ ეს საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელი იყო.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა დანამატი საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 %-ის ოდენობით.

მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლები, რომლებსაც სრული დატვირთვა აქვთ, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სპეციალურ დანამატსაც იღებენ, რომლის ოდენობაც თვეში 142 ლარია.

ამ თემაზე:

რა დანამატები გაიცემა მთაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში