საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბრაკონიერმა რაჭაში შველი მოკლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:45 - 13 თებერვალი 2017 hits 5956

ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა რაჭაში: ამბროლაურის რაიონის სოფელ ლიხეთში ბუხუტი მეტრეველმა შველი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა ინფორმაციით, ბუხუტი მეტრეველის გარდა შემთხვევის ადგილზე კიდევ სამი მოქალაქე იმყოფებოდა: კარლო ლობჟანიძე, სოსო ფოჩხიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძე.

როგორც „მთის ამბებს“ გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, მეტრეველი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა, უარყოფს, რომ დანარჩენი სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან სამი არარეგისტრირებული და ერთი სხვის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ამოიღეს.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5000 ლარს შეადგენს. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება.

უკანონო ნადირობა სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლით ისჯება. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ–ფრინველზე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამავე თემაზე:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

რა უნდა ვიცოდეთ ნადირობის შესახებ

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში