არხოტს რამდენიმე დღეში ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი ექნება
16:39 - 30 ივლისი 2019„მთის სათემო ქსელის“ წარმომადგენლებმა პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში ინტერნეტიზაციის ძირითადი სამუშაოები და ანძების დადგმა დაასრულეს. რამდენიმე დღეში, არხოტის სამივე საზღვრისპირა სოფელში - ახიელში, ჭიმღასა და ამღაში ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი პირველად გახდება ხელმისაწვდომი.