ინტერნეტი მთაში - უკანაფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის 9 სოფელი უკვე Online არის
12:06 - 06 ივლისი 2019უკანაფშავში - ხომში, შუაფხოში, თხილიანაში, მუქოში, ხოშარაში, ახადში, ვაკისოფელში; პირაქეთა ხევსურეთში - ბარისახოსა და კორშაში მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. შემდეგი ადგილი - არხოტის უღელტეხილი და არხოტის სოფლებია - ახიელი, ამღა და ჭიმღა.