საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში, რაჭაში, ხულოსა და სხვა რეგიონებში ტყის ხანძრები ლოკალიზებულია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:57 - 20 ნოემბერი 2019 hits 15283
ფოტო არქივიდან
გარემოს დაცვა
ფოტო არქივიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ცეცხლი ჩამქრალია აჭარაშიც, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში. ადგილზე 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, რაჭაში - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირთან და ხიდეშლებთან ახლოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, სამეგრელოში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსთან ახლოს ტყის ქვედა საფარის ხანძრები ლოკალიზებულია. ცეცხლის არცერთი ღია კერა არ არსებობს. დილიდან განახლდა დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში