საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გია ჩარკვიანი უშგულიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:47 - 23 ნოემბერი 2019 hits 20050

27 წლის გია ჩარკვიანი მეხუთე წელია რაც უშგულში დაბრუნდა. რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს - პრობლემა ბევრია, ყურადღება კი ნაკლები.

„ბედისა და ღვთის ანაბარა ვართ დარჩენილები. ახალგაზრდები მიდიან და 10 თუ წავიდა, უკან ერთი შეიძლება დაბრუნდეს. ვინც მოდის, ერთი ან ორი წელი შეიძლება გაძლოს და მერე ისევ მიდის. სკოლაში ზოგიერთი საგნის მასწავლებელიც კი არ გვყავს და ბავშვები განათლებას ვერ იღებენ. არც სპორტი, არც დარბაზი, არც თავშეყრის ადგილი, არაფერი“.

გია ამბობს, რომ ზამთარში, დიდთოვლობის დროს უშგული გზისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება. სოფელში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გვიან მიდის, მესტიიდან უშგულამდე დაახლოებით 2 საათი სჭირდება.

უშგულის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაა. გია ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ტარდება და 5-6 წელში ისევ თავიდან არის მისახედი.

უშგულის თემში 4 სოფელია - ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში