საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ელენე განაია მესტიიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:13 - 03 დეკემბერი 2019 hits 22252

სვანეთი იმდენად მშვენიერია, რომ კოშკებისა და მაჩუბების მიღმა არსებული პრობლემები ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება. მოუწესრიგებელი, ზოგჯერ კი გაუვალი გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონა, რეანომობილის მიღწევის მრავალსაათიანი ლოდინი - მესტიის მუნიციპალიტეტის პრობლემებზე ელენა განაია საუბრობს. ელენე ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კოორდინატორად მუშაობს და ბავშვებს ინგლისურს ასწავლის.

ელენე იხსენებს, რომ ვიწრო გზის გამო სახანძრო მანქანამ ასვლა ვერ შეძლო და სოფლებში, ადიშსა და ვედში საცხოვრებელი სახლები დაიწვა. ცუდი გზა სვანეთის მცხოვრებლებს გადაადგილებაშიც უშლის ხელს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მესტიიდან არც იმ სოფლებამდე მოძრაობს, სადაც გზას არ ემდურიან.

სვანეთის მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ, სეზონზე დამსვენებლებისთვის განსაკუთრებული პრობლემაა მესტიაში რეანომობილის არქონა. არადა, თითქმის ყოველდღე უწევთ მისი გამოძახება ზუგდიდიდან ან ქუთაისიდან, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი. სამეგრელოდან სვანეთში ასვლას რეანომობილი 3 საათს, ქუთაისიდან კი 5 საათს ანდომებს, ესეც იმ შემთხვევაში თუ თავისუფალი იყო და გასვლა გამოძახებისთანავე შეძლო. მესტიაში ისეთ შემთხვევებსაც იხსენებენ, როცა რეანომობილს მთელი დღე ელოდნენ. უამინდობის დროს ვითარება უფრო მძიმეა.

მთელ ზემო სვანეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი მხოლოდ მესტიაში მუშაობს. რაიონული ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებულ სოფლებში სასწრაფო დროულად ვერ მიდის და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ხშირად დამუქრებია.

ზამთარში სასწრაფომ სოფლამდე თუ მიაღწია, პაციენტი სახლიდან ცენტრალურ გზამდე ოჯახის წევრებს ხელით ან ხარებით ჩაჰყავთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში