საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭაში სოფელ ხიდეშლებთან ახლოს ტყე იწვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:10 - 18 ნოემბერი 2019 hits 18455

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლებთან ახლოს ტყეში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

„ხანძარი გუშინ საღამოს შევნიშნე. თავიდან ცეცხლის პატარა კერა მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. იქ სატელეფონო კავშირი არაა. დაახლოებით 5 კილომეტრი გამოვიარე, რომ 112-ში დამერეკა. დღეს დილიდან მეხანძრეები მუშაობდნენ, მაგრამ ვერ ჩააქრეს. ქარია და ავრცელებს. ფოთოლი და ხმელი ხეები იწვის, მაგრამ ტყეში ხმელი ფოთოლი 10 სანტიმეტრამდე მაინც არის დაგროვილი და საღ ხეებსაც აზიანებს. ადგილობრივებიც ეხმარებიან მეხანძრეებს, მაგრამ ცოტა ხალხია. ვერტმფრენი თუ არ ჩართეს, არა მგონია ცეცხლის ჩაქრობა შეძლონ“, - უთხრა „მთის ამბებს“ ილია ხიდეშელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის ინფორმაციით, ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობაზე გავრცელების საფრთხე არ არის. რატი მუჯირი ვერ აკონკრეტებს ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის ჩასაქრობად ავიაციას საჭიროების შემთხვევაში ჩართავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში