არსებობს ყველა წინაპირობა, ლიცენზია თვის ბოლომდე ძალადაკარგულად გამოცხადდეს - მინისტრი
22:15 - 20 ნოემბერი 2023გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს. მინისტრის თქმით, სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს.