საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პროექტების დირექტორის ვაკანსია - მთის ამბები / საქართველოს ამბები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:38 - 08 იანვარი 2024 hits 1607

საინფორმაციო რესურსების ქსელი (მთის ამბები / საქართველოს ამბები) თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას პროექტების დირექტორის პოზიციაზე. ანაზღაურება 5000 ლარი (გადასახადების ჩათვლით). არ განიხილება დისტანციურად ან/და შეთავსებით მუშაობა, მომსახურების გაწევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების მოძიება;
  • საგრანტო პროექტების მომზადება პროექტების კოორდინატორებთან აქტიური თანამშრომლობით;
  • პროექტების და გუნდის მართვა, შესრულებული აქტივობების მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშების შედგენა, დონორებთან კომუნიკაცია;
  • პროექტების თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამებისა და რესურსების მოძიება;
  • ქრაუდფანდინგის კამპანიების ორგანიზება და განხორციელება, მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ შემომწირველებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • მედიის ინდუსტრიაში არსებული ძირითადი გამოწვევების ცოდნა და ეფექტიანი რეაგირების უნარები;
  • ფონდების მოძიების, პროექტების მართვის ან მმართველ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, აკადემიური წერის უნარები;
  • თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმოების უნარები, შედეგზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 თებერვალი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 

საქართველოს ამბები“ (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. „საქართველოს ამბებისთვისპრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. რაც შეეხებამთის ამბებს“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია საქართველოში. „მთის ამბებიქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში