საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარინე დაიაური არდოტიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:11 - 02 ნოემბერი 2019 hits 16985

„შატილს აქეთ სიცოცხლე და სოფლები თუ იყო, ბევრმა არ იცოდა. არანაირი ყურადღება არ იყო. ინტერნეტი გექნებათო როცა გვითხრეს, ამასაც ეჭვის თვალით ვუყურებდით. ინტერნეტიზაცია იმხელა რამ არის, ყველაფერი შეცვალა, სიცოცხლე დააბრუნა. ახალგაზრდებიც დააბრუნა უკვე“, - ამბობს მარინე დაიაური, პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტის მკვიდრი.

არდოტი ერთ-ერთია ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის 76 სოფლიდან, სადაც წელს ინტერნეტი პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ინტერნეტიზაციის პროექტი ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ „მთის სათემო ქსელმა“ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, საქართველოს მთავრობის, ამერიკული ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოების“ და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა.

„ყველაზე მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონდა. შატილში გვიწევდა ჩასვლა ან მუცოში მაღლა, მთაზე უნდა ავსულიყავი და იქ მეძებნა ადგილი, რომ შვილებს დავკავშირებოდი, გამეგო როგორ იყვნენ. დღეს შემიძლია ბავშვებს სახლიდან დავურეკო. ჩვენთვის ცხოვრება გაიოლდა და მთებში სიცოცხლე მართლა დაბრუნდა. თუ იქნება გზა და შუქი, არ არის გამორიცხული, რომ ზამთარშიც დარჩეს ხალხი.

ცარიელი ხევსურეთი ვის რად უნდა? უნდა რუსეთს. მხოლოდ მესაზღვრეები ვერ გადაარჩენენ და ვერ შეინახავენ ხევსურეთს. მოსახლეობა, ხალხი უნდა იყოს აქ, მთავრობა უნდა იდგეს ჩვენს გვერდით. არ მინდა, რომ ბავშვები მთას მოწყდნენ“

პირიქითა ხევსურეთში, შატილს ზემოთ მუდმივად რამდენიმე სოფელშიღა ცხოვრობენ - მუცოსა და არდოტში სამ-სამი ოჯახი, ხონეში 4. არჭილოსა და ხახაბოში ზამთარში აღარავინ რჩება. შატილში 15 ოჯახი იზამთრებს. შატილს აქეთ გუდანამდე ყველა სოფელი დაცლილია (გიორგიწმინდა, კისტანი, ლებაისკარი, ხახმატი, ბისო). შატილიდან 2 კილომეტრში, საქართველოს კუთვნილი, ე.წ. ფიჭვების ტერიტორია, იმის გამო, რომ ზამთარში იქ აღარავინ რჩებოდა, რამდენიმე წლის წინ რუსმა მესაზღვრეებმა დაიკავეს და საზღვარი გადმოწიეს. ახლა ისინი ანატორის მისადგომებთან, მდინარე არღუნის მარჯვენა სანაპიროზე დგანან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში