საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სასწავლო ბანაკი სვანეთში - დარჩენილია 4 თავისუფალი ადგილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:30 - 13 მაისი 2019 hits 7964

„მთის ამბები“ 16-21 მაისს, სვანეთში მართავს ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის სასწავლო კურსს. კონკურსის საფუძველზე შერჩეული გვყავს 11 მონაწილე. თავისუფალი გვაქვს 4 ადგილი. სასწავლო კურსში მონაწილეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვიწვევთ შემდეგი რეგიონებიდან: სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, თბილისი, რუსთავი. მსურველებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით.

ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი

სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 18-დან 35 წლამდე, რომლებიც:

  • წერენ გამართულად და საინტერესოდ;
  • უყვართ ხეტიალი;
  • შეუძლიათ ფოტო/ვიდეო გადაღება;
  • წარმოადგენენ სათემო ორგანიზაციებს და ჩართულნი არიან მათ აქტივობებში;

სასწავლო კურსის ფორმატი

მონაწილეთა სწავლების, ტრანსპორტირების, საოჯახო სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს ორგანიზატორი დაფარავს.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 6 დღეა. თბილისიდან სვანეთში გასვლა დაგეგმილია 15 მაისს, დღის 12:00 საათზე, სვანეთიდან თბილისში უკან დაბრუნება 21 მაისს.  

შერჩეული ახალგაზრდები პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობას; ახალი ამბების მომზადებას; თხრობის ტექნიკას; ფოტო - ვიდეო გადაღებას; მონტაჟს; თემში პრობლემების გადასაწყვეტად ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას; სასწავლო კურსს გაუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ „დოიჩე ველე აკადემიის“ სერტიფიკატები. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა „მთის ამბებისთვის“ უნდა მოამზადონ მულტიმედია მასალები, რაშიც მიიღებენ ჰონორარს. „მთის ამბები“ განიხილავს წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას თბილისის, კახეთისა და პანკისის ოფისებში.

როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა ახსნათ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას; გაინტერესებთ თუ არა „მთის ამბებთან“ ან მთის რომელიმე სათემო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და რა მიმართულებით. მონაწილეთა შერჩევისას მოტივაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შერჩეულ კანდიდატებს პროექტის კოორდინატორი დაუკავშირდება 14 მაისს, დღის ბოლომდე.

Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

პროექტს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომელიც ასევე აერთიანებს რეგიონული ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ (Reginfo.ge), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრს (ick.ge) და პანკისის სათემო რადიოს (Radioway.ge).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში