საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სიკვდილი მთაში - ერთი ფოტოს ისტორია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:55 - 14 მარტი 2019 hits 10194

შოთა წიკლაურის მიერ, რამდენიმე წლის წინ, ხევსურეთში გადაღებული ეს ფოტო, ტრადიციული დამარხვის წესს ასახავს, რომელსაც ხევსურები, ზამთარში, დიდთოვლობისას ახლაც იყენებენ.

„ეს ამბავი ბარისახოში მოხდა. ლიქოკელი ქალი იყო, ქობულოდან. დასაფლავების დღეს დიდი თოვლი მოვიდა. ქობულომდე კუბოს წაღებაც კი შეუძლებელი იყო, 4 კაცი ვერ გაივლიდა, ვერ გაკვალავდა. ხევსურული დამარხვის წესი გამოიყენეს. ადრე ხევსურეთში ხის მასალა არ იყო. დამარხვა ფარდაგით ხდებოდა. ცხედარს ფარდაგში ხვევდნენ, 2 კაცი მხარზე გაიდებდა და ისე მიჰქონდათ სასაფლაოზე“, - გვიამბობს კორშაში მცხოვრები მხატვარი შოთა არაბული.

ზამთარში, როგორც პირაქეთა, ასევე პირიქითა ხევსურეთის ბევრ სოფლამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია და თოვლისგან არ იწმინდება. ზოგჯერ მიზეზი ზვავსაშიშროებაა, უფრო ხშირად კი უყურადღებობა.

ბარისახოს თემში, რომელიც პირაქეთა ხევსურეთის 35 სოფელს მოიცავს, ყველაზე ბევრი ადამიანი ბარისახოსა და კორშაშია შემორჩენილი. ოფიციალური მონაცემებით, ბარისახოში 153 ადამიანი ცხოვრობს, კორშაში 69. ლიქოკის ხეობის სოფლებში სულ 12 ადამინიღაა დარჩენილი, 4 ოჯახი; გორშეღმის ხეობის 15-მდე სოფელში 1 კაცი - მიხა არაბული; 10 სოფელი უკვე ნასოფლარია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში